სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის რექტორმა საამაყო მოსწავლე ანიტა აბგარიანი მიტროპოლიტ დიმიტრის სახელით დაასაჩუქრა
20-02-2026
-
+


11 წლის მომღერალი, მუსიკალური კონკურსის - „რანინას“ გამარჯვებული და საბავშვო ევროვიზიის 2025 წლის მესამეადგილოსანი ანიტა აბგარიანი ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეა. 

მისი წარმატებით სკოლაში ამაყობენ და გულშემატკივრობენ. 

12 თებერვალს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკაში განსაკუთრებით თბილი და მყუდრო გარემო სუფევდა. თანატოლების ორგანიზებით შედგა შეხვედრა მათ გამორჩეულ კლასელთან - ანიტა აბგარიანთან, რომელმაც გასულ წელს საქართველო „საბავშვო ევროვიზიაზე“ ღირსეულად წარადგინა.

ანიტამ თანატოლებს პროექტ „რანინასა“ და საბავშვო ევროვიზიის „კულისების ამბები“ და ის ემოციები გაუზიარა, რაც დიდ სცენაზე დგომას თან ახლავს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა:

- თანატოლებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს და ანიტას საინტერესო კითხვები დაუსვეს;

- ანიტამ კლასელებისთვის წარმოადგინა ექსკლუზიური ფოტო და ვიდეოკოლაჟი;

- ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ოცნებებზე

შეხვედრას მოდერატორობას თავად ანიტას კლასელები უწევდნენ.

სიცილითა და ხალისით სავსე ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ გიმნაზიელებს, ერთმანეთის წარმატებით იამაყონ.

ანიტას წარმატება საზეიმოდ მიულოცა სკოლის რექტორმაც. 

19 თებერვალს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს, სკოლის რექტორმა დეკანოზმა, ილია ხინიკაძემ მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის სახელით საჩუქრად გადასცა ლოცვანი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება