| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. როგორც ყოველთვის, წელსაც საოცარი ნიმუშები შექმნეს სკოლის კალიგრაფებმა.
სკოლაში ახარებთ, რომ საოცარი ინტერესი, შემოქმედებითი ნიჭი და ენთუზიაზმი გამოავლინეს მონაწილეებმა. დიდი რუდუნებით და მოწიწებით გამოსახავდნენ მშობლიური დამწერლობის გრაფიკულ გამოსახულებებს. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ახალბედა და გამოცდილი კალიგრაფები.
მოეწყო ასევე მოსწავლე- მასწავლებლის კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა-შეფასება.
კონკურსს ჰყავდა კომპეტენტური ჟიური, რომელმაც შეაფასა ნამუშევრები და დააჯილდოვა მონაწილეები.
„დიდი მადლობა დირექციას, შესანიშნავ კოლექტივს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. დიდი მადლობა მოსწავლეებს ასეთი ინტერესისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ერთსულოვნებისთვის. წარმატებები ჩემო მოსწავლეებო ყველა აქტიობაში, პროექტსა თუ კონკურსში“,- აღნიშნავს პედაგოგი ეკა ვეზდენი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა