სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მასშტაბური საგანმანათლებლო-შემეცნებითი ფორუმი გაიმართა
19-02-2026
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში თებერვლის თვე დაეთმო მასშტაბურ საგანმანათლებლო-შემეცნებით ფორუმს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

3-4 თებერვალი ფორუმის საზეიმო გახსნა გაიმართა.

3 თებერვალს ფორუმი სკოლის დირექტორის, დეკანოზ ილია ხინიკაძის ლექციით გაიხსნა თემაზე: „17-საუკუნოვანი ქართული ეკლესია - ერის იდენტობის ურყევი ბურჯი“. ღონისძიებაზე თემატური საგალობლები სკოლის ფოლკლორულმა გუნდმა შეასრულა (ხელმძღვანელი: ლოლა ჯაფარიძე). ამავე დღეს ჩატარდა თემატური გაკვეთილები საღვთო სჯულში V-VIII კლასებში (მასწავლებლები: რუსუდან ურუშაძე, მარიამ ქორიძე), სადაც მოსწავლეებმა მოამზადეს საპრეზენტაციო კედლის გაზეთები საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლებზე.

4 თებერვალს ფორუმი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. ისტორიის მენტორმა მასწავლებელმა პირიმზე რურუამ VIII1 კლასისთვის ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: „ქართლის ცხოვრება“ - საქართველოს ისტორიის უპირველესი წყარო. პროექტის - „გიმნაზიელები გიმნაზიელებისთვის“ ფარგლებში, ისტორიის პედაგოგ ნატალია სირაბიძის ხელმძღვანელობით, V2 კლასის მოსწავლეებმა (კლ. დამრიგებელი ნანა ჭელიძე) V4 კლასის თანატოლებს (კლ. დამრიგებელი ნათია რუხაძე) წარუდგინეს პრეზენტაციები წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ. პარალელურად, V2 კლასის მოსწავლეები რელიგიის მუზეუმს ეწვივნენ, სადაც მოისმინეს მოხსენება - „წმინდა ნინოს გზა“, დაათვალიერეს ექსპოზიცია და წაიკითხეს ეპიზოდები „ქართლის ცხოვრებიდან“.

  • 5-6 თებერვალი: ისტორიული ძიებები და ლექციები

5 თებერვალი დატვირთული აღმოჩნდა მრავალფეროვანი აქტივობებით: X2 კლასის მოსწავლეები (ისტორიის მასწავლებელი ზვიად ჩხენკელი) გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრეში იმყოფებოდნენ, მოილოცეს წმინდა მატათა მოციქულის საფლავი და გაეცნენ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად მოპოვებულ ნივთებს.

რელიგიის მუზეუმში III კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შემეცნებითი პროგრამა — „სამყაროს შექმნა“, რის შემდეგაც პედაგოგ ირინა სევასტიანოვას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.

IV4 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საღმრთო სჯულსა და ქართულ ენაში — „წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელი“ (მასწავლებლები: რუსუდან თოიძე, თამარ ნინიძე).

IV3 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მანანა გოგიბერიძე) გონიოს ციხეში დაესწრნენ პროექტს -„შეეხე ისტორიას ხელებით“, რომელსაც ხელოვნებათმცოდნე სოფიო სანიკიძე უძღვებოდა.

VIII4 კლასის მოსწავლეებს, ქეთევან ქაჯაიასთან და რუსუდან ურუშაძესთან ერთად, ჩაუტარდათ თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: "ქრისტიანული აზრი ხელოვნებაზე, პირველი ქრისტიანებიდან - დღემდე", სადაც შეხვდნენ თეოლოგ ირაკლი დეისაძეს.

6 თებერვალს ბსუ-ს პროფესორმა ჯემალ კარალიძემ ჩაატარა ლექცია თემაზე - „ქრისტიანობის როლი ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში“. ამავე დღეს X1 კლასის მოსწავლეებმა ზვიად ჩხენკელთან ერთად გამოიყენეს მზის დაბნელების გამომთვლელი პროგრამა ისტორიული მოვლენების სიზუსტის დასადგენად.

  • 9-11 თებერვალი: სულიერება და სიმბოლიკა

9 თებერვალს II3 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც წმ. პეროჟავრას სახელს ატარებენ, მამა სევერიანემ (ტუღუში) ჩაატარა პარაკლისი. ბავშვებმა კალიგრაფიულად დაწერეს წმინდა ნინოს ტროპარი და დღე ზიარებით დაასრულეს (პედაგოგები: რუსუდან ურუშაძე, ნინო უგულავა). პარალელურად, ჩატარდა ლექციები: პირიმზე რურუას „ქართული ეკლესიის მდგომარეობა XIX-XX საუკუნეებში“, დეკანოზ ილია ვარშანიძის „წმინდანების როლი ქრისტეს ეკლესიაში“ და მარინა მამალაძის ღია გაკვეთილი ილიას „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით.

10 თებერვალს ფორუმის ფარგლებში: 

  • დეკანოზი დიმიტრი სარჯველაძე VIII5 კლასს ესაუბრა თავისუფლებისა და ვალდებულებების შესახებ (პედაგოგი რუსუდან თავხელიძე);
  • მარინა ტალახაძემ XII კლასელებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე - „დედა ღვთისმშობლის სახე ქართულ ლიტერატურაში“;
  • მოეწყო გამოფენა „ჯვარი - რწმენის სიმბოლო" (პედაგოგი ირინა სევოსტიანოვა);
  • ლევან სამსონიამ წაიკითხა ლექცია საბჭოთა პროპაგანდისა და აჭარის კავშირის როლის შესახებ.

11 თებერვალს X კლასელებმა ზვიად ჩხენკელთან ერთად რუკაზე აღადგინეს წმინდა ნინოს მარშრუტი. თამუნა წულაძემ მეშვიდეკლასელებს „გამშვენიერებული ჯვრის“ ისტორია გააცნო, ხოლო პირველკლასელებმა, მარიამ ჭანტურიას დახმარებით, საკუთარი ხელით შექმნეს წმინდა ნინოს ჯვრები.

  • 12-18 თებერვალი: შემაჯამებელი დღეები

12 თებერვალს მზია ჯანელიძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: „მადლი და ცოდვა მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“ მიხედვით“. VIII და XI კლასის მოსწავლეები რუსუდან თავხელიძესთან ერთად გონიოს ეწვივნენ, სადაც დეკანოზმა მატათა ზოიძემ პარაკლისი გადაიხადა. VIII3 კლასის მოსწავლეები (რუსუდან თოიძესთან ერთად) ბსუ-ს ეწვივნენ პროფესორ თინა შიოშვილის ლექციაზე — „იესო ქრისტე ქართულ ფოლკლორში”.

13 თებერვალს VI4 კლასისთვის (ნატალია სირაბიძე, ნაირა ზოიძე) შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა აჭარის კულტურულ მემკვიდრეობაზე (სოფიო სანიკიძე). III1 კლასის მოსწავლეებმა (ლამარა გოგიბერიძე, მაია ჭანუყვაძე, თამრიკო მექვაბიშვილი) მეხუთეკლასელებს გაუზიარეს ინფორმაცია წმინდა ნინოზე. დღე დაგვირგვინდა ანა ანუშიძის და ინგა მართალიშვილის ღია გაკვეთილებით.

16 თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, სოფიკო ცეცხლაძის მიერ IX3 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი - „ავთანდილის ანდერძი“.

18 თებერვალს საგანმანათლებლო-შემეცნებითი ფორუმის მსვლელობისას, მე-12 კლასის მოსწავლემ გიგა ჭაღალიძემ პროექტის - „გიმნაზიელები გიმნაზიელთათვის“ ფარგლებში VIII-IX კლასის მოსწავლეებისთვის წაიკითხა მოხსენება თემაზე: „წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობა საქართველოში“.

ღონისძიებები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება