| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
საქართველოში უკვე მე-11 წელია თებერვლის პირველ ოთხშაბათს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნება. ამ წამოწყების ინიციატორი არის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც ეხმიანება, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში გამართულ აქტივობებს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელ ასოციაციამ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია დღესასწაულის საინტერესოდ აღნიშვნისთვის დააჯილდოვა.
გიმნაზიას მადლობის სიგელი გადაეცა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის.
ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წიგნის სჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მართლაც საინტერესოდ აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომელსაც არაერთი კლასი შეუერთდა.
„მრავალმხრივ საინტერესო კვირეული იყო, მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კლასებში მიმდინარეობდა საკლასო ღონისძიებები, მოსწავლეები წარადგენდნენ მათი საყვარელი წიგნებიდან ჩანახატებს, კითხულობდნენ საინტერესო წიგნებს და უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს“,- გვიყვებიან სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულს აქტიურად შეუერთდა IIბ კლასი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათთვის გამორჩეული წიგნები. ისაუბრეს კლასის წინაშე და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები.
მე-9 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ დღეს და განსაკუთრებულად აღნიშნეს საკუთარი კლასის ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები სხვადასხვა წიგნებიდან და გაუზიარეს მოსაზრებები ერთმანეთს. მე-2 წელია მოსწავლეების მიერ შეძენილი და მოგროვილი წიგნები ახალისებს საკლასო გარემოს, ამიტომ კლასმა გადაწყვიტა ყოველწლიურად შეიძინონ და სკოლის დამთავრების შემდეგ გადასცენ გიმნაზიას საჩუქრად შეკრებილი წიგნები. აწარმოებენ აღრიცხვის ჟურნალს, სადაც მოცემულია რა რაოდენობის წიგნები შემოდის და გაცემაც ზუსტად ბიბლიოთეკის სისტემის მაგვარად ხდება.
აღსანიშნავია, რომ კვირეულში მონაწილეობდნენ პედაგოგები- ჯულიეტა კაკაბაძე, ნათია ბერიძე, მაკა კალანდაძე, მარიამ სიხარულიძე, თამარ რობაქიძე და ანა ლამპარაძე.
ასევე, შედგა შეხვედრა და ღინისძიება ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და დაიდო მემორანდუმი გიმნაზიასა და ბუკნარის სკოლას შორის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა