| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
დავით აღმაშენების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე) პატივი მიაგეს საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს მეფეს - დავით აღმაშენებელს.
ახალგაზრდებმა გელათის მონასტერში მდებარე მისი საფლავი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ღვაწლი ქვეყნის გაძლიერებისა და ერთიანობის საქმეში, ისაუბრეს მის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, ისტორიულ გამარჯვებებზე, რომლებმაც საქართველოს ძლიერებისა და განვითარების საფუძველი შექმნა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება პატრიოტული სულისკვეთებითა და განსაკუთრებული ემოციებით წარიმართა.
„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების გაღრმავებასა და ეროვნული ფასეულობების პატივისცემის განმტკიცებას“,-დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა