სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვკითხულობთ ერთად - ვიზრდებით ერთად“ - წიგნიერების დღესასწაული დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში
12-02-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

4 თებერვალს, სკოლამ კლუბ „მწვანე თაობისა“( დალი კილაძე) და ინტელექტკლუბ „ფენიქსის“ (ხათუნა კიწმარიშვილი) ინიციატივით, ტრადიციულად, აღნიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე.

მეორე (ქეთევან ნარსია), მესამე (თამარ მუჯირი), მეხუთე (ხვიჩა მახარაძე, მზია ბიგანაშვილი) მეექვსე ( დალიკილაძე), მეშვიდე (თეა ტეშელაშვილი), მერვე (ხათუნა კიწმარიშვილი), მეცხრე (ლია კოტრიკაძე, ცირა კიკვაძე), მეთერთმეტე (ნატალია დიხამიძე) კლასებში მოსწავლეებმა (ელენე დიასამიძე, ლუკა შაინიძე, მირანდა ართმელაძე) და პედაგოგებმა წაიკითხეს საყვარელი მოთხრობები და ნაწყვეტები წიგნებიდან. გაიაზრეს, გაანალიზეს წაკითხული, უპასუხეს კითხვებს, გამართეს დისკუსია.

პედაგოგებმა მოსწავლეებს შეახსენეს, რომ ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან გვახსენებს, რომ წიგნი მხოლოდ ტექსტი კი არა, ცოცხალი სამყაროა, რომელიც გვაერთიანებს, გვასწავლის ფიქრს, თანაგრძნობას და გვივითარებს წარმოსახვის უნარს. მკითხველი ათასი ცხოვრებით ცხოვრობს, სანამ მოკვდება, ვინც არაფერს კითხულობს, ის მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს.

„საჯარო კითხვა წიგნს ადამიანებთან აახლოებს, აღვივებს კითხვის სიყვარულს და ახალ თაობაში კითხვის კულტურას ამკვიდრებს. ჩვენი სკოლისათვის ეს დღე კიდევ ერთი დასტურია, რომ წიგნი ყოველთვის იქნება მეგობარი, გზამკვლევი და შთაგონების წყარო. ვკითხულობთ ერთად - ვიზრდებით ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება