სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული ​ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
11-02-2026
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომელსაც არაერთი კლასი შეუერთდა. დღეს, მე-4 კლასელების შესახებ მოგიყვებით. 

„სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს“- აღნიშნეს მე-4ა კლასის მოსწავლეებმა და დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

მე-4ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ე. ბუღაშვილი) წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, „წიგნების სახლს“ - ქალაქ ქუთაისის მე-14 საქალაქო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის საცავები, გახდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები. მე-4 კლასელებმა სახლში წასაკითხად გამოიტანეს სასურველი წიგნები.

ბიბლიოთეკაშივე წაიკითხეს სასურველი წიგნიდან მცირე ფრაგმენტები, ისაუბრეს და იმსჯელეს წაკითხულის შესახებ.

„ბიბლიოთეკაში სტუმრობამ დადებითი ემოციებით აგვავსო თითოეული სტუმარი“,- აღნიშნავენ სკოლაში და დიდ მადლობას უხდიან ბიბლიოთეკის თითოეულ თანამშრომელს გულთბილი მასპინძლობისთვის.

პედაგოგ მარინა ჩიქობავას მეოთხეკლასელებმა კი დღე აღნიშნეს სლოგანით - „წიგნის საჯარო კითხვის დღე, თაობათა შორის კავშირი და ცოცხალი ლიტერატურა“

პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ ლიტერატურა მხოლოდ კითხვა არ არის, ეს არის ემოციების გაზიარებისა და შემეცნების ხელოვნება. სწორედ ამ იდეით გაერთიანდნენ მოსწავლეები წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად.

მე-4 კლასელებმა, მარინა ჩიქობავას ხელმძღვანელობით, უფროსი მეგობრების როლი მოირგეს და მეორეკლასელებს (დამრიგებელი: ქეთინო დიაკონიძე) ნამდვილი სამკითხველო მასტერკლასი მოუწყვეს ვაჟა-ფშაველას უკვდავი „ჩხიკვთა ქორწილი“ ახლებურად აჟღერდა. მოსწავლეებმა ხმამაღალი, ინტონაციით დატვირთული და შთამბეჭდავი კითხვით შეძლეს პატარა მსმენელების სრული ჩართულობა.

კითხვის პროცესი გასცდა ტექსტს, გაიმართა სიღრმისეული დისკუსია და როლური თამაშები, რამაც ბავშვებს საშუალება მისცა, პერსონაჟების ხასიათები საკუთარი ხედვით დაენახათ.

„კითხვის კულტურის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება, ხოლო როდესაც ცოდნას თანატოლები ერთმანეთს უზიარებენ, სწავლის პროცესი გაცილებით ეფექტური და სახალისო ხდება.

მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და თითოეულ მოსწავლეს ასეთი ნაყოფიერი და ემოციური დღისთვის. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ კითხვის უნარების განვითარებას, არამედ გუნდურობასა და შემოქმედებით აზროვნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება