| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
2025 წლის საგნობრივ საშემოდგომო ჩემპიონატს დიდი მონდომებით შეუერთდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სერგეი ჰარუთუნიანი, დავით სოღოიანი, ლევონ სოღოიანი, ტიგრან ავაგიანი, რაფაელ ხნკოიანი, ვარდან აბგარიანი, არტიუშ აბგარიანი, სუსანნა ავაქიანი, ნარე აჯაბხანიანი, ვანიკ აჯაბხანიანი და გურგენ ხაჩატურიანი. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ოლიმპიადაში მიღწეული წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. მათ შორის, მათემატიკის ოლიმპიადაში ბრწყინვალედ იასპარეზა რაფაელ ხნკოიანმა და საქართველოს მასშტაბით, მათემატიკის ოლიმპიადის მათემატიკის ლიდერთა ათეულში მოხვდა.
ოლიმპიადაში მიღწეული საამაყო წარმატების დასტურად მოსწავლეს დიპლომი მიენიჭა.
სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მოწაფეების წარმატება გამორჩეულად ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა