სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სითბოთი, ინტერესითა და წიგნებისადმი სიყვარულით სავსე ღონისძიება - ყვარლის N2 საჯარო სკოლაშ​ი საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
06-02-2026
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად  შეუერთდა. 

წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის მკითხველთა კლუბის წარმომადგენლები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მზია ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით, პირველკლასელებს შეხვდნენ. პირველი კლასის დამრიგებელი პედაგოგი მაგდა ბაბლომაშვილი გახლავთ. 

შეხვედრა სავსე იყო სითბოთი, ინტერესითა და წიგნებისადმი სიყვარულით. მკითხველთა კლუბის წევრებმა, უფროსმა მოსწავლეებმა პატარებს წაუკითხეს საინტერესო ნაწყვეტები საყვარელი წიგნებიდან, ესაუბრნენ, თუ როგორ შეიძლება გახდნენ კარგი მკითხველები და რატომ არის კითხვა მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში.​

პირველკლასელებმა დიდი სიხარულით მოუსმინეს სტუმრებს და გაუზიარეს მათ, რა ზღაპრებს უკითხავდნენ მშობლები და ბებიები, რომელი გმირები უყვარდათ და რატომ.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ დაეხმარა ბავშვებს გაეგოთ, რომ წიგნი არის მეგობარი, რომელიც გვასწავლის, გვამოგზაურებს, გვაძლიერებს და პიროვნებებად გვაყალიბებს“,-გვეუბნება სკოლის წარმომადგენელი ეკატერინე ავაზაშვილი. 

მკითხველთა კლუბის წევრებმა, VI-VII კლასის მოსწავლეებმა, წაიკითხეს ორჯარი რაუფის კიდევ ერთი წიგნი - „გმირი ღამის ავტობუსში“. მათ ისაუბრეს საყვარელ პერსონაჟებზე, შექმნეს მრავალფეროვანი ილუსტრაციები და ირწმუნეს, რომ ყველას შეუძლია გახდეს უკეთესი ადამიანი.

მოსწავლეთა კიდევ ერთი განხილული წიგნია - ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარი“. საუბარი მეგობრობაზე, სიყვარულსა და თავგანწირვაზე მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის.

საზოგადოებამ კარგად უწყის, რომ „სამი მეგობარი“, რომელიც მწერალმა 1936 წელს ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერა და ეხება დაკარგული თაობის პრობლემატიკას, რომანის გამოსვლის შემდეგ მწერალს ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა. ნაცისტების პროპაგანდისტები გაშმაგებით სდევნიდნენ მას, ბრალს სდებდნენ „სამხედრო სულისკვეთების“ შებღალვასა და დაკნინებაში. რემარკის წიგნები აკრძალეს და საჯაროდ დაწვეს. კლუბის წევრებმა ნახატების სახით გასაოცარი ნამუშევრები წარმოადგინეს, რაც ბრწყინვალე ილუსტრაციად გამოადგებოდა წიგნს. გარდა ამისა, შეავსეს თემატურად შედგენილი კროსვორდი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება