| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი საფეხურიდან შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები სოფელ მანდაეთის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვახვადასხვა ნაწარმოები, ანდაზა და გამოცანა.
მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია.
ღონისძიების ბოლოს კარგი მკითხველები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა