სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2026-2027 სასწავლო წელს 8 000-ით ნაკლები პირველკლასელი შევა სკოლაში - სამინისტროს ხარჯი 10 მილიონ ლარამდე შემცირდება, თვითმმართველობების გაიზრდება
05-02-2026
-
+


2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი კვლავ შეიცვალა და პირველ კლასში ის  ბავშვები მივლენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ, - ცვლილება პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და კანონის ამოქმედებისთანავე, სასწავლო წლის დასაწყისში პირველკლასელთა რაოდენობა შემცირდება, ვინაიდან დღეს არსებული რედაქციის მიხედვით პირველ კლასში შედის ბავშვი, რომელსაც 6 წელი უსრულდებოდა 31 დეკემბრის მდგომარებით.
 
ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, შეამცირებს სასკოლო სახელმძღვანელეობისა და „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ხარჯებს.
 
„პირველკლასელთა შემცირებული ნაკადი გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, ვინაიდან შემცირდება სასკოლო სახელმძღვანელოებითა და „ჩემი პირველი კომპიუტერით“ უზრუნველყოფის ხარჯები.
 
ბავშვთა რაოდენიობის შემცირება მოხდება 2026-2027 სასწავლო წლის მიღებისას, თუმცა ეს რაოდენობა შემდეგი სასწავლო წლის მიღებაზე გადანაწილდება, სულ დააკლდება 8 000 ბავშვი. 
 
„ჩემი პირველი კომპიუტერით“ უზრუნველყოფის ხარჯები შემცირდება 5,9 მლნ ლარით, ვაუჩერული დაფინანსება საშუალოდ 4 მლნ (8,000 X 500 ლარზე (4 მილიონი) (ვაუჩესის საშუალო ღირებულება)) ლარით, ხოლო რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოების ხარჯს აღნიშნულის ოდენობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მაგალითად სახელმძღვანელოების ცვეთა.
 
ნაწილობრივ გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების ხარჯები, ვინაიდან ბავშვები მიმდინარე წელს ვერ ჩაირიცხებიან პირველ კლასში (დაახლოებით 8000 ბავშვი), ჩაერთვებიან სასკოლო მზაობის პროგრამებში, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბაღი არ არის სავალდებულო და აღნიშნული ხარჯების ოდენობა დაკავშირებულია სასკოლო მზაობის პროგრამებში ჩასართვად მიმართვიანობის ოდენობასთან“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება