| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე- 4დ კლასის პედაგოგმა ნანა გოგიტაურმა შესანიშნავი, შემეცნებითი და ემოციებით სავსე გასვლა მოაწყო დედაქალაქში.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კლასი, თბილისის მრავალფუნქციური დამოუკიდებელი თეატრის სპექტაკლს „იავნანამ რა ჰქმნა“-ს დაესწრო! სპექტაკლის ნახვას წინ უსწრებდა სკოლის კედლებში ი. გოგებაშვილის ამავე მოთხრობის შესწავლა-განხილვა. ბავშვები სპექტაკლს განსაკუთრებული ყურადღებით ისმენდნენ, აკვირდებოდნენ მსახიობებს, მათ თამაშსა და ემოციებს. საოცარი იყო მათი თვალებით დანახული ისტორია ქართველაძეების ოჯახზე, რაც მართლაც ღრმად აღიქვეს. სპექტაკლს მათთან ერთად ესწრებოდნენ მშობლებიც, რაც ზოგადად ბავშვების ემოციური სფეროსთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა, მსახიობები „პაკლონზე“ აღფრთოვანებით, გულუხვი ტაშით დააჯილდოვეს (ეს კულტურა უკვე აქვთ) და სცენაზე მსახიობებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს!
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა