| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში სეზონის მიწურულს ნამდვილი საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა.
თითოეულმა კლასმა საშემოდგომო კუთხე მოაწყო. ღონისძიებაში ჩაერთნენ მოსწავლეთა მშობლებიც და ღონისძიების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს - საშემოდგომო ტრადიციული კერძებით დაწყებული, მორთვა-მოკაზმვით დამთავრებულნი, შეეცადნენ წარმოეჩინათ საკუთარი შვილების კლასები.
ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას. ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები - ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, იმღერეს ინგლისურენოვანი სიმღერები.
წარმოადგინეს ორენოვანი სკეტჩებიც. ბოლოს დირექტორმა მადლობა მოუხადა ყველას აქტიურობისთვის და თითოეულ კლასს გადასცა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულის სიგელები.
დასახელდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში: საუკეთესო დესერტი, საუკეთესო ლექსის თქმა, საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო სკეტჩი, საუკეთესო სუფრა, საუკეთესო მორთულობა, საშემოდგომო ხელნაკეთი დეკორაციები, მოკრძალებული საშემოდგომო კუთხე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა