სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სკოლათაშორისო საფრენბურთო ტურნირი ჩატარდა
01-12-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, 27 ნოემბერს, გაიმართა სკოლათაშორისო საფრენბურთო ტურნირი, რომელიც დებულების საფუძველზე ჩატარდა.

ტურნირი ჩატარდა სკოლის დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და პედაგოგების ერთობლივი ორგანიზებით.

ტურნირის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ფრენბურთის როგორც სპორტული თამაშისადმი ინტერესის გაზრდა, გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის უნარების განვითარება. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მეზობელ სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავება და მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება.

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი იყვნენ სოფელ ზემო ქედის №1, ზემო ქედის №2, სამთაწყაროს, ქვემო ქედის და ფიროსმანის საჯარო სკოლების გუნდები. შეხვედრაზე გამოცხადდნენ არხილოსკალოს, ქვემო ქედის და სამთაწყაროს საჯარო სკოლების გუნდები. წესების მიხედვით, გუნდები ერთმანეთს ტურნირულ სისტემაში დაუპირისპირდნენ – თითოეული გუნდი თამაშობდა დანარჩენ ორ გუნდთან, ხოლო გამარჯვებული დგინდებოდა თითოეული თამაშის შედეგად მოპოვებული ქულების ჯამით.

დაძაბული და ემოციური შეხვედრების შედეგად, პირველი ადგილი მოიპოვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის გუნდმა – 76 ქულით. მეორე ადგილი გაინაწილეს არხილოსკალოსა და ქვემო ქედის საჯარო სკოლების გუნდებმა, რომლებმაც თითოეულმა 60-60 ქულა მოაგროვა.

ტურნირზე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშეც – სამთაწყაროს საჯარო სკოლის გუნდის წევრი, VIII კლასის მოსწავლე ლიკა კილაძე, რომელმაც მაღალი პასუხისმგებლობით, აქტიურობითა და სპორტული უნარებით ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი.

ტურნირის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილე მოსწავლესა და გუნდს გადაეცა შესაბამისი ადგილების სიგელები, გამარჯვებულ სკოლას კი – გამარჯვების თასი.

ტურნირის ძირითადი შედეგი მხოლოდ ქულებითა და თასით არ შემოიფარგლა. მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილებით შეიგრძნეს: რას ნიშნავს სამართლიანი და მეგობრული სპორტული ბრძოლა, როგორ ყალიბდება ნდობა და პატივისცემა გუნდში, რამდენად მნიშვნელოვანი არის ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა.

სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე, გულწრფელად მადლობას უხდის: მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს და თვითმმართველობის მთლიან შემადგენლობას – ტურნირის ინიცირებისთვის, დაგეგმვისთვის, ორგანიზებისთვის და დღემდე მოტანილი წარმატებული განხორციელებისთვის, სკოლის სპორტის მასწავლებელს, რამაზ ოზბეთელაშვილს – მოსწავლეებთან ყოველდღიური მუშაობისთვის, ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე გაწეული დიდი შრომისა და მხარდაჭერისთვის. მონაწილე გუნდებსა და მათ ხელმძღვანელობას – სკოლის დირექტორებს, ეკატერინე ჩიტაურსა და ლელა დარძულს – გუნდების მომზადებისა და აქტიური ჩართულობისთვის. მათი თანადგომისა და მხარდაჭერის გარეშე ეს შეხვედრა ვერ შედგებოდა. სკოლის ექიმს, ავთანდილ ხარხელაურს – მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ტურნირის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის. მატერიალური უზრუნველყოფის კოორდინატორს, დავით კობაიძეს, ღონისძიების მხარდაჭერისა და მაღალი დონით უზრუნველყოფისთვის.

„ამ დღემ აჩვენა, რომ სპორტი არა მხოლოდ გამარჯვების სიხარულს, არამედ მეგობრობას, ერთიანობას, ერთმანეთის მხარდაჭერას და პასუხისმგებლობასაც გვასწავლის. სწორედ ასეთი ღონისძიებებით ყალიბდება ჯანსაღი, აქტიური და ღირებულებებზე დაფუძნებული თაობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება