სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოკიოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა საგაკვეთილო თემა შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობით შეისწავლეს
20-11-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა. 

გაკვეთილის თემა იყო - „ბაქტერიები“. მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლეს, რა არის ბაქტერია, სად გვხვდება და როგორ მოქმედებს, არამედ ჯგუფურად იმუშავეს და პატარა მკვლევარ-ილუსტრატორებად იქცნენ.

IV კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა სახეობის ბაქტერია დახატეს, შეეცადნენ მათი ფორმის და ფერისა ვიზუალურად გადმოცემას, შემდეგ კი თითოეული ნამუშევარი კლასში წარადგინეს.

ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს, როგორი ბაქტერია დახატეს, სად შეიძლება გვხვდებოდეს ის და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე.

სასწავლო პროცესს ბუნებისმეტყველების მასწავლებელი არევიკ კოსტანიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება