სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფოთლების ფერხული“ -  გაცოცხლებული საშემოდგომო ტრადიციები და ერთობის სიხარული სამთაწყაროს საჯარო სკოლაში 
04-11-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება „ფოთლების ფერხული“, ქალბატონ ელენე გრიგორიადისისა და ბატონ ფრიდონ საკანელაშვილის ორგანიზებით, I–XII კლასის მოსწავლეების და მათი დამრიგებლების ხელშეწყობით, მშობელთა აქტიური ჩართულობით და სკოლის დირექტორის მხარდაჭერით.

სკოლის ეზო თბილი და მეგობრული ატმოსფეროთი იყო სავსე. მსუბუქი მუსიკის ფონზე წამყვანებმა: ნიკოლოზ სარდალაშვილმა, ნიკოლოზ ფუტკარაძემ და ნიკოლოზ თაგოშვილმა საზეიმო ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს დღის განსაკუთრებული განწყობა გაუზიარეს.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი, სიმღერა და ცეკვა. თითოეული ნომერი ასახავდა შემოდგომის ფერებს, სითბოსა და შრომას. ამ დღის საუკეთესო მომენტები XI კლასის მოსწავლემ, ანი ჯანხოთელმა განსაკუთრებული სითბოთი და ზრუნვით აღბეჭდა, კადრებად აქცია ის ემოციები და სილამაზე, რომლებმაც ეს ფერადოვანი დღე დაუვიწყარ მოგონებად გადააქცია.

განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩეოდა I კლასელთა „ჩურჩხელის კუთხე“, პატარებმა ბებიების ტკბილი ტრადიცია გააცოცხლეს და დამსწრეებს შრომისა და მემკვიდრეობის მნიშვნელობა გაახსენეს. ეზოში ასევე მოეწყო გამოფენა „შემოდგომის ნობათი“, სადაც ბავშვებმა ოჯახებიდან მოტანილი ვაშლი, მსხალი, ბროწეული, კომში, გოგრა, ჩურჩხელა და სხვა ნუგბარით მორთეს. გამოფენამ სკოლაში ოჯახურობა, მადლიერება და ერთობის განცდა კიდევ უფრო გააძლიერა.

სცენაზე საქართველოს რიტმიც გაისმა: კახური, ქართული, ოსური, შალახო და აჭარული ცეკვები ბავშვების ნაბიჯებში სიამაყესა და სიხარულს აერთიანებდა. დასასრულს, საერთო ფერხულში I–XII კლასის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ აშკარა და მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა. მოსწავლეები გაბედულად გამოვიდნენ სცენაზე და მღელვარებაც კი არ შეიმჩნიეს. 

„ბავშვებს გაუძლიერდათ საჯარო გამოსვლის უნარი, გაიზარდა გუნდური მუშაობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა, გაღრმავდა ტრადიციებისა და შრომისადმი პატივისცემა, „ჩურჩხელის კუთხემ“ ბავშვებისთვის მემკვიდრეობას „გემოც“ მისცა, გამდიდრდა სკოლის კულტურული გარემო, უფროსები და უმცროსები ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდნენ“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს - ელენე გრიგორიადისა და ფრიდონ საკანელაშვილს პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის, კლასების დამრიგებლებს შეუდრეკი მხარდაჭერისა და სათნოდ წარმართული პროცესებისთვის, მოსწავლეებს შემოქმედებითი ენერგიისა და ერთიანობისთვის, მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის და თანადგომისთვის და ყველაზე გულუხვი მადლობა კი ერგო ფოტო გადამღებს, იმ ყველა კადრისთვის და წამისთვის, რომელიც მუდმივად დარჩება მოსაგონებლად.

დღის დასასრულს დირექტორმა გადასცა სიგელები: ორგანიზატორებს - ღონისძიების წარმატებული ორგანიზებისთვის, ყველა კლასს - აქტიური მონაწილეობისთვის „ფოთლების ფერხულში“, ღონისძიების წამყვანებს: აქტიური ჩართულობისთვის, ფოტოგრაფიისთვის: ღონისძიების ფოტო და ვიდეომასალის შეგროვებისთვის დაუღალავი შრომისთვის.

„შემოდგომის ფერებმა ჩვენს ეზოში დატოვა სითბო, მადლობა და ერთობის სიხარული, ის გრძნობა, რომელიც სკოლას ნამდვილ ოჯახად გვაქცევს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება