სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტული სწავლების ფარგლებში, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ მუზეუმს სტუმრობდნენ
05-11-2025
-
+


სახელოვანი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური მუზეუმი ქალაქ ქუთაისის მნიშვნელოვანი კულტურული კერაა. 

24 ოქტომბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-10ბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნინო ბანცაძე), პროექტული სწავლების - „პროექტი მუსიკაში“ ფარგლებში, ესტუმრნენ ამ კულტურულ სივრცეს.

„მუზეუმში შესვლისთანავე საოცარი მიმღებლობა და სტუმართმოყვარეობა გხიბლავს, შემდეგ უდიდესი სიყვარულით, მონდომებით და შთაგონებით მოყოლილი ისტორიები“,- აღნიშნავენ სკოლაში და გვიყვებიან, რომ  მოსწავლეებმა დიდი გულისყურით მოისმინეს უაღრესად საინტერესო გაკვეთილი კომპოზიტორის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ. გაეცნენ ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიას, დაათვალიერს მუზეუმში დაცული მუსიკოსის პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ხელნაწერები, ნოტები, პლაკატები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ბანერები, ოჯახის ფოტოები, სპექტაკლების აფიშები და ა.შ. მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ძველი, ორიგინალური ნამუშევრების და უცხოელების მიერ შესრულებული „შენ ხარ ვენახის“ ჩანაწერების მოსმენამ.

„ჩვენ თანაზიარი გავხდით ქართული კლასიკური მუსიკის სათავეებიდან დღემდე გავლილი ისტორიის და მასთან დაკავშირებული ამბების საინტერესო თავგადასავლისა.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოთახი, სადაც განთავსებულია მუსიკალური სალონი, აქ თავმოყრილია უნიკალური, ევროპული მექანიკური საკრავები, რომელსაც ზაქარია ფალიაშვილი ბავშვობაში იყენებდა. ერთიანობაში წარმოდგენა იმისა, რომ ეს იყო ადგილი, სადაც იმართებოდა ცნობილი მუსიკოსების, ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლთა შეხვედრები და მუსიკალური საღამოები, კიდევ მეტად გიმძაფრებს ეპოქის განცდას. თითოეული დარბაზი საინტერესოა დაცული ექპონატების და ხელოვნების ნიმუშების კრებულით, მუზეუმის შიდა სივრცეს შერწყმული ეზო და რიონის პირი, ერთად ქმნის ჯადოსნურ სანახაობას.

ქართული კულტურისა და ხელოვნების სიყვარულით, კომპოზიტორისადმი ღრმა პატივისცემით იყო გაჯერებული თითოეული სიტყვა და ემოცია, რომელიც ახლდა ქალბატონ მარინას საუბარს. გარემომ და მთხრობელმა შეგვიქმნა ისეთი განწყობა, თითქოს მე-19 საუკუნის ამბების თანამონაწილე გავხდით

ზაქარია ფალიაშვილმა ქართული ხალხური სიმღერებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის სინთეზით შექმნა ქართული კლასიკური მუსიკის სტილი. ფალიაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ საოპერო კულტურას და მისი სახელი ცნობილია ქვეყნის საზღვრებს მიღმა. კომპოზიტორის სახლ-მუზეუმის მონახულებას მუსიკის ისტორიის და წარსულის გაცოცხლების ეფექტი ახლდა.

ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი არის ადგილი, სადაც ცოცხლდება ქართული კლასიკური მუსიკის ისტორია. აქ თითოეული ოთახი გადმოსცემს ეპოქის ატმოსფეროს და ექსპონატები საშუალებას აძლევს ადამიანს უფრო ღრმად გაიაზროს დიდი კომპოზიტორის პიროვნება“,- აღნიშნავენ სკოლაში და გასვლითი კულტურული ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება