| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში ძუძუს კიბოს შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მშობლების ჩართულობით, წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „ვარდისფერი იმედი“, რომელიც, ტრადიციულად, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ბროშურები, ასევე საკუთარი ხელით დაამზადეს ვარდისფერი ბაფთები - როგორც კამპანიის მთავარი სიმბოლო. პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ძუძუს კიბოს გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და პრევენციის გზებზე.
ღონისძიების დასასრულს მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს Kahoot-ის ტესტში, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული მშობელი. სიმბოლურად მას გადაეცა ვარდისფერი ბაფთა - მხარდაჭერისა და იმედის ნიშანი.
პროექტის ხელმძღვანელი პროექტში ჩართულო მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მადლობას უხდის.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მე-8 კლასის მშობლებს პროექტში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიძლიერეს!“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა