სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სპეცმასწავლებლები სკოლებში გადანაწილდებიან - რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები
07-10-2025
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 12 ოქტომბრამდე ცხადდება რეგისტრაცია პროექტზე „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის".
 
რეგისტრაციის ბმული:
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს პროექტს „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“. პროექტი საშუალებას აძლევს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, გაეცნონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები. ტური ხორციელდება 2016 წლიდან და მნიშვნელოვნად ეხმარება მონაწილეებს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში.
 
2025 წლის 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან. სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 10 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3 სპეციალურ მასწავლებელთან.
 
 
 აუცილებელი პირობაა - გქონდეთ მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.
 
გაითვალისწინეთ, რომ არასრულად შევსებული განაცხადები არ განიხილება
უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან, ბარის შორეულ ან საზღვრისპირა სოფლის საჯარო სკოლას.
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.
 
ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისში და უკან.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორს:
 
სოფიკო ცირგაია - stsirgaia@tpdc.ge
თინათინ ორველაშვილი - torvelashvili@tpdc.ge

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება