სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქადაგება სკოლებში - ღირებულებით განათლებას სასულიერო პირები ასწავლიან
07-10-2025
-
+


ღირებულებითი განათლება - რომელიც სასკოლო პროგრამაშია გაწერილი, უკვე 50-ზე მეტ სკოლაში დაინერგა და როგორც ცნობილია, საკლუბო შეხვედრებს ითვალისწინებს. ცნობილია ისიც, რომ ამ შეხვედრებს სასულიერო პირები გაუძღვებიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „სასკოლო პროცესში შესაძლებელი იქნება საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება“; იმავდროულად კი,  განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი აღნიშნავს, რომ სასულიერო პირები მოსწავლეებს დაელაპარაკებიან მეგობრობაზე, იმ თემებზე რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია და ასე, ეტაპობრივად ჩამოუყალიბებენ ეროვნულ-რელიგიურ ღირებულებებს.

და მაინც, რა არის სასკოლო გეგმაში გაწერილი ღირებულებითი განათლების პროგრამა?

„ჩვენი მთავრი დანიშნულებაა ხარისხიანი განათლების მიწოდება და რა თქმა უნდა სკოლიდან უნდა გამოვუშვათ მოქალაქე, რომელმაც იცის, ვინ ვართ საიდან მოვდივართ, რა ტრადიცია, რა ისტორია გვაქვს... ამას ემსახურება ფორმალური განათლება მთლიანად, მაგრამ არაფორმალური განათლებით, კლუბებით ამ მიმართულების გაძლიერება არის საშვილიშვილო საქმე.

ღირებულებითი განათლება - 53 სკოლაშია გახსნილი და 8 ეპარქიაში 100 სასულიერო პირია გადამზადებული; საპატრიარქოსა და სამინისტროს თანამშრომლობით ღირებულებითი განათლების კლუბები ჩამოყალიბდა 7-10 კლასის ჩათვლით, მასწავლებლის სახლმა კი გადაამზადა სასულიერო პირები, რომლებიც მოსწავლეებთან იწყებენ საუბარს არა ბიბლიით არამედ ყოფით თემბზე, როგორიცაა მეგობრობა, სამშობლო, ეროვნულობა... აქედან გადადიან იმ თემებზე, რაზეც ჩვენ ქვეყანა დგას, ასევე ტარდება სპექტაკლები. მოხარულები ვართ, რომ ძალიან დიდია ინტერესი მოსწავლეების მხრიდან.

„კარგად ვიაზრებთ, რომ ქრისტიანობა იმდენად ბევრ რამეს შეიცავს თავის თავში, საუკუნეების მანძილზე არ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც ქრისტიანული სიტყვა არ იყოს გაზავებული, კულტურა იქნება ეს, ხელოვნება, თუ მეცნიერება. დღევანდელ დღეს, თუნდაც ურწმუნო ადამიანი, კულტურულად რომ ჩაითვალოს, საფუძვლები უნდა იცოდეს ქრისტიანული მოძღვრებისა, ქრისტიანული კულტურისა. დიდი წყვეტის შემდეგ შევძელით, მოგვემზადებინა პროგრამა და მოვმზადებულიყავით თავად, რათა სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება.

ამას წინ უძღვოდა ფიქრი, რა სახით უნდა გაკეთებულიყო ეს, რათა მიგვეწოდებინა თანამედროვე ადამიანისთვის ისეთი ფორმით, რომ ეს არ ყოფილიყო არც მოსაბეზრებელი და ყოფილიყო ორიენტირებული გემოვნების ჩამოყალიბებაზე, რომ ადამიანს შეეძლოს ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, კინემატოგრაფიაში, ამოიცნოს ის ფასეულობები, რომლებიც გაბნეულია და რომელიც ავტორის მიერ გადმოცემულია სხვადასხვა ხერხით. გამზადებული ასეთი ინსტრუქცია არ არსებობდა და მხოლოდ გულითადი შრომა, მხოლოდ მამობრივი მზრუნველობა ჩვენს შვილებზე განაპირობებს იმას, რომ ამ მიმართულებით გვაქვს შედეგი“, - განმარტა ანდრია ჯაღმაიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება