| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც განსაზღვრავს რა შემთხვევაში მიიღებენ მოქალაქეები ერთიანად ან ეტაპობრივი გადახდით პენსიას.
დოკუმენტის თანახმად, „საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის (რომელიც გამოითვლება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) შემთხვევაში მისი ყოველთვიური პენსია იქნება საპენსიო ფონდის მიერ მონაწილის შესაბამისი განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილის სქესის მიხედვით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 20%-ის ტოლი ან ნაკლები“.
თუმცა, „თუ მონაწილის განცხადებით მოთხოვნილია პენსიის/საპენსიო აქტივების პროგრამული გატანით (რომელიც გამოითვლება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) მიღება, თუმცა ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მისაღები პენსიის მოცულობა იქნება, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილის სქესის მიხედვით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 5%-ის ტოლი ან ნაკლები, მონაწილის შესაბამისი განცხადების მიუხედავად საპენსიო ფონდის მიერ პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა მხოლოდ ერთიანი გადახდით“.
განაცხადის ფორმა და სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი