სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გადამზადდნენ მასწავლებლები... შემუშავდეს სახელმძღვანელოები“... – სახალხო დამცველის 16 რეკომენდაცია განათლების სამინისტროს
29-06-2025
-
+


სახალხო გამცველის ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს:

დოკუმენტში საუბარია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში მონაწილე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლებაზე; სტუდენტებითვი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად,  ქართული ენის სასწავლო პროგრამების შეთავაზებაზე;

გარდა ამისა, რეკომენდაციაა მინისტრის ბრძანებით, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის დამტკიცდეს ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, მათზე ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ;

ასევე განათლების სამინისტრომ:

) უზრუნველყოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის (არანაკლებ 50 პირისთვის) შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგების (5 ტრენინგის) ჩატარება;

) საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები გადაამზადოს ბავშვთა გამოხატვის თავისუფლებისა და მისი რეალიზების, აგრეთვე ამ პროცესში ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის საკითხებში;

) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს სკოლამდელი ბილინგვური პროგრამების განხორციელების არეალი;

) იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, დანერგოს ბილინგვური სწავლების მოდელი, შეიმუშაოს ბილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები და მოამზადოს/გადაამზადოს ორენოვანი მასწავლებლები;

) განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, მათი გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად;

) ხელი შეუწყოს სათემო ორგანიზაციებს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებზე (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობასა და მასწავლებელთა გადამზადებაში;

) ბილინგვური პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით განახორციელოს სტუდენტთა და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები საქართველოს ფარგლებში;

) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების ხელმისაწვდომობა;

) უზრუნველყოს საგნისთვისმე და საზოგადოებასასკოლო სახელმძღვანელოს შესარჩევად გრიფირების გამოცხადება ან ამ სახელმძღვანელოს დადგენილი წესით შეთანხმება;

) ზემოაღნიშნული სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საკითხებზე სავალდებულო, განგრძობადი ტრენინგპროგრამების შემუშავება და შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრისთვის ტრენინგების ჩატარება;

) შეიტანოს ცვლილებები შემდეგ დარგობრივ მახასიათებლებში:

.) „ზოგადი განათლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 19 დეკემბრის MES 5 24 0001633146 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში;

.) „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებსსიპგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 5 დეკემბრის №1646651 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზეგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის MES 7 24 0001477052 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში

.) „მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებსსიპგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 30 მაისის №597510 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზეგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის MES 8 24 0001477053 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში;

.) კერძოდ, ზემოაღნიშნული ცვლილებებით გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:

..) ნაწილსცოდნა და გაცნობიერებადაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღწერს ადამიანის უფლებათა/ბავშვის უფლებათა ძირითად პრინციპებს და მსჯელობს მათზე;

..) ნაწილსსასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასებადაემატოს ადამიანის უფლებათა კომპონენტი, კერძოდ, მითითება, რომ კურსდამთავრებულმა ადამიანის უფლებათა პრინციპების გამოყენება უნდა შეძლოს როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის, ისე მისი წარმართვისა და შეფასების ნაწილში;

..) ნაწილსპასუხისმგებლობა და ავტონომიურობა“ „პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირებისასპექტში დაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღიარებს ადამიანის უფლებათა პრინციპების მნიშვნელობას პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირების პროცესში;

) უზრუნველყოს დამატებითი საჭიროებების მქონე ჯგუფების საჭიროებების შეფასების სისტემის დანერგვა პროფესიული განათლების საფეხურზე;

) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გეოგრაფიული არეალი და გაზარდოს ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამების ფარგლებში გადამზადებულ მასწავლებელთა რაოდენობა;

) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაცია და გააფართოოს ამ პროგრამის განხორციელების, მათ შორის, მობილური ჯგუფების საქმიანობის, გეოგრაფიული არეალი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება