სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

EduGarden — ადგილი, სადაც მებაღეობა სწავლასა და გარემოზე ზრუნვას აერთიანებს
23-06-2025
-
+


სსიპ ქ. გორის მე-8 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ინიციატივით, შეიქმნა სოციალური საწარმო „EduGarden“,  რომელიც ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და ეკოსისტემის მდგრად განვითარებაზე ზრუნავს.

სოციალურ საწარმოში სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ მცენარეების დარგვას, ეუფლებიან ეკომეგობრულ მებაღეობას და ივითარებენ ჯანსაღი გარემოს შექმნის უნარებს.

EduGarden-ს სჯერა, რომ მებაღეობა შეიძლება იქცეს ადამიანების და გარემოს გამაერთიანებელ ძალად.
ეს საწარმო ქმნის მოდელს, რომელიც აერთიანებს ეკოლოგიურ, სოციალურ და საგანმანათლებლო მიზნებს. ხელს უწყობს თემში გარემოზე პასუხისმგებლობის გაზრდას და სსსმ მოსწავლეების თანაბარ ჩართულობას, ინკლუზიური სწავლების გზით.

სოციალური საწარმო შექმნილია ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის — „კარიერის მართვისა და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში“ — ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციებია: ChildFund Deutschland E.V. (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), Vesta და EcoVisio (მოლდოვა), CODE – სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი), ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (საქართველო).

 

 

R


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება