სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ატესტატის მისაღებად განცხადების გაკეთება დღიედან დაიწყო - ინფორმაცია კურსდამთავრებულებისთვის
23-06-2025
-
+


სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად განცხადების მიღება 23 ივნისიდან დაიწყება.

სკოლადამთავრებულებმა ატესტატების მისაღებად იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს უნდა მიმართონ.

იხილეთ იუსტიციის სახლებისა და ტერიტორიული ორგანოების მისამართები 

ვის შეუძლია ატესტატის მიღებაზე განაცხადის გაკეთება?

ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოსწავლეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს (მინდობილი პირი ან არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი).

რა დოკუმენტების წარდგენა არის საჭირო პირველადი ატესტატის მისაღებად?

მე–12 კლასის ატესტატის მიღების მსურველმა მოქალაქემ განაცხადის გაკეთებისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2.  მოსწავლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  3.  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განაცხადს აკეთებს   კანონიერი წარმომადგენელი).

რა ვადაში გაიცემა ატესტატი?

კურსდამთავრებულები ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ, რომ ატესტატის დაჩქარებული წესით მიღება ფასიანია.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.
 
სკოლადამთავრებულებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს. ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება