სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება
06-06-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება გამართა. 

მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება, ასახელონ, როგორც პირველი მასწავლებელი, ასევე სკოლა და მშობლები და ქვეყანა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები - ადგილობრივი თვითმმართველობიდან და რესურსცენტრიდან. მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება მიულოცა მერმა - თორნიკე ჯანაშიამ, რისთვისაც მას კლასის დამრიგებელი ნინო დანელია მადლობას უხდის. 

„მომავლის ზარი“ დაირეკა და ბანკეტით აღნიშნეს მოსწავლეებმა, მადლობა მშობლებსაც, მერს თორნიკე ჯანაშიას, რომელიც მუდამ ბავშების გვერდით დგას. მადლობა სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობა და რესურსცენტრიდან.

ჩემო ძვირფასო მშობლებო,

სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე ჩემი უღრმესი მადლიერება თქვენდამი.

თქვენ ხართ ის მთავარი საყრდენი, რომელიც ჩვენს პატარა მოსწავლეებს მუდმივად გვერდით უდგას. თქვენი სიყვარული, ზრუნვა და უპირობო მხარდაჭერა აძლევს მათ ძალას, რომ იოცნებონ, ისწავლონ და მიაღწიონ წარმატებებს. როდესაც ვხედავ მათ თვალებში ანთებულ ნაპერწკალს, ვიცი, რომ ეს თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

მადლობა იმისთვის, რომ გვერდით გვიდგახართ ჩვენ, მასწავლებლებს. თქვენი გაგება, თანამშრომლობა და ნდობა არის ის, რაც გვეხმარება, უკეთ შევასრულოთ ჩვენი საქმე და გავზარდოთ ღირსეული მომავალი თაობა. თითოეული თქვენგანი არის ჩვენი კლასის განუყოფელი ნაწილი და თქვენი გარეშე ჩვენი საქმე შეუძლებელი იქნებოდა.

მადლობა იმისთვის, რომ თქვენი შვილები ასეთი ნათელი და საოცარი ადამიანები არიან. ისინი ჩვენი სიამაყე და მომავალი იმედი არიან. უზომო პატივისცემა და სიყვარული ჩემგან, მეამაყება თქვენი მასწავლებლობა“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო დანელია, რომელიც ღონისძიებაზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება