სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აშკალის საჯარო სკოლის პირველკლასელთა „ანბანის ზეიმი“ და სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი დაუვიწყარი ღონისძიება 
06-06-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

27 მაისს, აშკალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დაუვიწყარი დღე - „ანბანის ზეიმი“ მოაწყვეს. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს არის განსაკუთრებული სასკოლო ტრადიცია, რომელიც პატარებისათვის ერთგვარი გზაჯვარედინია: მათ უკვე შეისწავლეს ქართული და სომხური ანბანი, ახლა კი ეს წარმატება ზეიმით აღნიშნეს.

პირველკლასელებმა მშობლებს, მასწავლებლებსა და მიწვეულ სტუმრებს დაუვიწყარი წარმოდგენა აჩუქეს. ბავშვებმა დადგეს ლამაზი და შთამბეჭდავი სპექტაკლი, რომელიც ანბანის თემატიკას ეძღვნებოდა.

ღონისძიების მსვლელობისას პატარებმა იმღერეს და იცეკვეს, რამაც განსაკუთრებით გაახარა აუდიტორია. მშობლები სიამაყით ადევნებდნენ თვალს ბავშვების პირველ ნაბიჯებს სცენაზე და აღფრთოვანებით უსმენდნენ მათ წარმოთქმულ სიტყვებს.

მასწავლებლები ამბობენ, რომ ანბანის სწავლა არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ემოციური გზაა, რომლის გავლითაც ბავშვები იძენენ თავდაჯერებას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. სწორედ ეს იყო ანბანის ზეიმის მთავარი მიზანიც – პატარების წარმატებების დაფასება და მათთვის ამ დღის სასიხარულო, ტკბილ მოგონებად ქცევა.

დღესასწაული სიყვარულით, მუსიკითა და ოვაციებით იყო სავსე.

27 მაისი პირველკლასელებისთვის შემოქმედებითი გამარჯვების დღედ იქცა. 

„ეს იყო დღე, რომელიც დაამახსოვრდებათ როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს – დღე, როცა სიტყვა პირველად იქცა დღესასწაულად“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება