სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლებამოსილებები მიენიჭა - აჭარის მთავრობის დადგნილება გამოქვეყნდა
28-02-2025
-
+


„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც  განისაზღვრა ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში.

დოკუმენტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო:

ა) განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, განათლების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახორციელებს შესაბამის პროგრამებს;

ბ) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;

გ) ახორციელებს: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, სახელოვნებო და არაფორმალური  განათლების, სკოლისგარეშე სასპორტო განათლების, ინკლუზიური განათლების, განათლების ხელმისაწვდომობის  გაზრდის ხელშეწყობის პროგრამებს;

დ) გასცემს გრანტს;

ე) აფუძნებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შესაბამის სფეროში;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ პირებს;

ზ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისცეს წერილობითი გაფრთხილება;

თ) სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება, თუ დაწესებულება ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;

კ) უფლებამოსილია:

კ.ა) საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;

კ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;

ლ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს კანონმდებლობით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კოორდინაციით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს“.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება