| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
განაცხადის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 24 თებერვლიდან 2025 წლის 03 მარტის ჩათვლით პერიოდი.
თანამდებობრივი სარგო 4818 ლარია, გამოსაცდელი ვადა კი 6 თვე.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ეს გახლავთ:
ა) განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სასურველია განათლების/ ბიზნესისა და ადმინისტრირების/სამართლის სფეროებში);
ბ) საგანმანათლებლო სფეროში (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) მუშაობის გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები: ა) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება; ბ) შედეგზე ორიენტაცია; გ) კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/91317?active=1
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა