სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გახდი უფროსი სპეციალური მასწავლებელი - „ეიბიჯიეს აკადემიამ“ მოსამზადებელ პროგრამაზე მიღება დაიწყო
19-02-2025
-
+


„ეიბიჯიეის აკადემიას“ პეცმასწავლებლობის მსურეველბს საგანმანათლებლო პროგრამას და გამოცდებისთვის მომზადებას სთავაზობს. რას ისწავლით პროგრამის ფარგლებში, ვინ ჩაატარებს ტრენინგებს  - აკადემიის მიერ მოწოდებულ დეტალურ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

ინკლუზიური განათლება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და პროფესიონალი სპეციალური მასწავლებლების როლი ყოველდღიურად იზრდება. თუ გსურს გახდე ინკლუზიური განათლების ლიდერი და შექმნა განათლების უკეთესი გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.


პროგრამის დეტალები

ეს კურსი გაძლევს ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, რათა შეძლო პროფესიულ განვითარებაში წინსვლა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკაციის წარმატებით გავლა.


რას მოიცავს პროგრამა?

ინკლუზიური განათლების არსი, მულტიმოდალური სწავლება და უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპები
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის ჰოლისტური შეფასება
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ISG) შემუშავება
ბავშვის განვითარების დარღვევები და შესაბამისი სწავლების სტრატეგიები
სკოლის ვალდებულებები სსსმ მოსწავლეების უფლებების დაცვის კუთხით (სამართლებრივი ნორმები)
სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს შედგენა
ტრანზიციის პროცესები და მათი მართვა
რატომ უნდა აირჩიო ეს კურსი?

სრული საგამოცდო მასალა – მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის და ბევრად მეტს.
პრაქტიკული და თეორიული ცოდნა – დაეხმარება შენს პროფესიულ განვითარებაში.
მოქნილი სწავლება – ლექციის გამოტოვების შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერები დაგეხმარება საჭირო დროს გადახედვაში.
მენტორის მხარდაჭერა – კურსის განმავლობაში შეძლებ იმუშაო პროფესიონალ მენტორთან და მიიღო პერსონალიზებული კონსულტაციები.


კურსის მენტორი

სოფიო ძიგრაშვილი –  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ინკლუზიური განათლებისა და კურიკულუმის დანერგვის სპეციალისტი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი

სპეციალური განათლების მასწავლებელი კურსის დეტალები:
ხანგრძლივობა: 3 თვე
ღირებულება: 330 ლარი
სწავლების ფორმატი: Microsoft Teams

დამატებითი ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება