სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს სიბრაძის დაძლევაში - ვარჯიშები და პრაქტიკული რჩევები
10-03-2025
-
+


ბავშვები ბრაზდებიან სხვადასხვა მიზეზის გამო. მათი ბრაზის ან წყენის მიზეზი ხშირად დაკავშირებულია მათ საჭიროებებთან, ემოციურ მდგომარეობასა და გარემო ფაქტორებთან. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და დაეხმაროს მას, რომ დაიწყოს საკუთარი ემოციების მართვა.

ბავშვებისთვის დამამშვიდებელი აქტივობები/ვარჯიშები ძალიან ეფექტურია, როდესაც ისინი ძალიან აღელვებულები არიან.

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში, ემოციური ბალანსის დაცვასა და ზოგადად სიმშვიდის მოპოვებაში. 

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ემოციებს

პირველ რიგში, მიაქციეთ ყურადღება მის ემოციებს და უთხარით, რომ გესმით მისი. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ: „მგონია, რომ ახლა ძალიან განერვიულებული ხარ. მოდი, მითხარი რა ხდება?“ ეს ბავშვს დაანახებს, რომ მის გვერდით ხართ, გესმით მისი წუხილის და მზად ხართ დაეხმაროთ. ასეთი ემოციური მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.

გაარკვიეთ მისი ცუდად ყოფნის მიზეზი

ზოგჯერ ბავშვს ეშინია, განიცდის და აწუხებს რაღაც კონკრეტული. ეს შესაძლოა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს მისთვის, რომ სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდოს. სცადეთ გაარკვიოთ, რა იწვევს მის დანაღვლიანებას. ჰკითხეთ სკოლაში ხომ არ აქვს პრობლემები ან მეგობრებთან. თუმცა, კითხვების დასმამდე აუცილებელია ნდობით განეწყონ თქვენ მიმართ.

უთხარით სახელი დაარქვას ემოციებს

უთხარი ბავშვს, რომ ნორმალურია შიშისა და აღელვების განცდა. ჰკითხეთ, რას გრძნობს ბრაზის მომენტში და როგორც ცდილობს ემოციების გაკონტროლებას. 

პრაკტიკული ვარჯიშები:

სუნთქვის ვარჯიშები - ზოგჯერ ბავშვები განერვიულების დროს ივიწყებენ სწორად სუნთქვას. მარტივი სუნთქვის ვარჯიშები (მაგალითად, ღრმად ჩასუნთქვა და ნელა ამოსუნთქვა) ეხმარება მათ ემოციების გაკონტროლებაში.

მხარდაჭერა და დრო: მნიშვნელოვანია მას უთხრათ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და აუცილებლად გაუვლის ბრაზი. არ დაგავიწყდეთ ფრაზის - „ყველაფერი კარგად იქნება“ თქმა.

ფიზიკური აქტივობები - ვარჯიში განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს. ამიტომ შესთავაზეთ ბავშვებს მარტივი ვარჯიშები, რომლებსაც მათთან ერთად თქვენც შეასრულებთ. ასევე კარგი იქნება ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გასეირნება ეს სტრესის დონეს შეამცირებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება