სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად მასწავლებელთა შერჩევა დაიწყო
09-01-2025
-
+


დაწყებითი და საბაზო საფეხურების (მე-6 და მე-10 კლასების) ეროვნული შეფასებების ჩატარების მიზნით ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად მასწავლებელთა შერჩევა იწყება - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრი იწვევს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლებს დაწყებითი და საბაზო საფეხურის ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად შემდეგ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • მათემატიკა;
  • ბუნებისმეტყველება;
  • ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის);
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • გეოგრაფია;
  • ისტორია;
  • სამოქალაქო განათლება;
  • ინგლისური ენა;
  • ხელოვნება;
  • მუსიკა. 
სავალდებულო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედი უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი (აუცილებელია დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
ბ.ა) საჯარო ან/და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, შესაბამისი მიმართულებით (აუცილებელია დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ცნობა/შრომის წიგნაკი);
ბ.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლება შესაბამის საგანში/ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
გ) კანდიდატი უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს: Microsoft Word; Excel; PowerPoint.

უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც:

  • აქვს ზოგადი წარმოდგენა ცენტრალიზებული შეფასების სისტემის შესახებ;
  • გავლილი აქვს ტესტური დავალებების შექმნის ტრენინგი.

კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია:

2025 წლის 6 იანვრიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9) ან ელექტრონული ფოსტით hrm@naec.ge წარმოადგინოს: 
  • ავტობიოგრაფია/CV; 
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ცნობა/შრომის წიგნაკი, რომლითაც დასტურდება როგორც კანდიდატის არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლად მისი დღემდე დასაქმების ფაქტი, ასევე რომელ საგანს ასწავლის კანდიდატი და სწავლების შესაბამისი საფეხური);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
  • სამოტივაციო წერილი (წერილი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ლაკონიურად, არაუმეტეს ნახევარი გვერდისა); 
  • კანდიდატი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
  • კანდიდატმა განაცხადში აუცილებლად უნდა მიუთითოს იმ საგნის/საგნების დასახელება და სწავლების საფეხური (დაწყებითი ან/და საბაზო), რომლის შესარჩევ კონკურსშიც სურს მონაწილეობის მიღება. 

დამატებითი ინფორმაცია:
პირველი ეტაპის (დოკუმენტების გადამოწმების) შემდეგ ცენტრი შერჩეულ პირებს მოიწვევს გასაუბრებაზე.  წარმატებით გავლის შემთხვევაში კი ცენტრსა და კანდიდატს შორის გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება