სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ორივეს მე ვასწავლიდი...“ - ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორი ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე
31-12-2024
-
+


მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილები სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მე-11 კლასელი სინან შარიფოვი და მე-9 კლასელი ელჩინ ბინათოვი არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მალევე შეიკრიბნენ ადგილობრივები, სადაც მოხდა დაპირისპირება. მათ გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ტრანსპორტი, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს სხვა ავტომობილებსაც, რის გამოც ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლების მობილიზება მოხდა.

დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და, ასევე, დაშავდა 8 მოქალაქე. ექიმების ინფორმაციით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Etaloni.ge-სთან ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორმა, კახაბერ ჩუბინიძემ აღნიშნა, რომ ორივე მოზარდს თავად ასწავლიდა და უაღრესად წუხს მომხდარის გამო:

„ეს ტრაგედიაა... ორივე ბიჭი ჩვენი სკოლის მოსწავლეა, მე მათ ვასწავლიდი... ახლა მივდივარ სამძიმარზე... ვუსამძიმრებ ოჯახს, რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ეს ტკივილი...“ 

„ორივე ახალგაზრდები იყვნენ - ერთი 14 წლის იყო, მეორე 17-ის. როგორც ვიცი, გზაზე გადასვლას აპირებდნენ. მანქანის მაღალი სიჩქარის გამო, ვერ მოასწრეს და ამის გამო დაეჯახათ [მანქანა]. ნასვამები ყოფილან მძღოლი და მისი მგზავრები. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გზაში - ვერ მოასწრეს საავადმყოფოში გადაყვანა“, - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ცხელ კვალზეა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“.

Etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ახალგაზრდების ოჯახებს და სკოლას. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება