სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სანტა კლაუსი გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად - რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება სანტა კლაუსი და საშობაო, ინლისურენოვანი სიმღერები
30-12-2024
-
+


რუსეთსა და ბელარუსში სანტა კლაუსისა და საშობაო ინგლისურენოვანი სიმღერები იკრძალება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც „ევრორადიოზე“ დაყრდნობით belsat.eu წერს ბელარუსის დედაქალაქის სკოლებმა, ქალაქის ხელმძღვანელობისგან მიიღეს განკარგულება, რომ ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების დროს არ გამოიყენონ სანტა კლაუსის იმიჯი და ამასთან ერთად დაუშვებელია ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერების ჩართვაც.

როგორც სკოლებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ბელორუსულ ტრადიციებზე ფოკუსირება. "ქალაქის ხელმძღვანელობის ბრძანება ძვირფასო კლასის ხელმძღვანელებო, ღონისძიებებზე აკრძალულია სანტა კლაუსი, საშობაო ინგლისური სიმღერები (როგორიცაა Jingle Bells). ვიყენებთ: ჩვენს ცნობილ სიმღერებს და ჩვენი ზღაპრის გმირებს. აქცენტი კეთდება ბელარუსულ ტრადიციებზე. იგივე ეხება საახალწლო დეკორაციებს!" - ნათქვამია გამოცემის მიერ ციტირებულ დოკუმენტში. დეკემბერში ბრესტის ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა საშობაო და საახალწლო დეკორაციების შესახებ ინსტრუქციები გაუგზავნა ქალაქის სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებს, რომლის მიხედვითაც  სანტა კლაუსის გამოსახულების და საშობაო გვირგვინების გამოყენება აკრძალულია. მსგავსი რეკომენდაციები ვრცელდება ბრესტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

აღსანიშნავია, ისიც რომ რუსეთში უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი ვიტალი ბოროდინი მოითხოვს, რომ სანტა კლაუსი რუსეთში უცხოეთის აგენტად აღიარონ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივით მან უკვე მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურატურას. ვიტალი ბოროდინი მიიჩნევს რომ სანტა კლაუსის ბრენდი რუსეთის არამეგობრულ ქვეყნებშია პოპულარული და შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთში ის ანაცვლებს ტრადიციულ, რუსულ „დედ მაროზს“.





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება