სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
24-12-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ფედერიკო მეორეს სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს (UniNa) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დიზაინის (ბაკალავრიატი) და მედიცინის ერთობლივი პროგრამები განხორციელდება.

პროგრამის წარმატებით დასრულებისას სტუდენტები მიიღებენ როგორც KIU-ის, ისე ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომს დიზაინისა და მედიცინის მიმართულებებით.

სასწავლო პროცესს წარუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. ერთობლივი პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მედიცინისა და დიზაინის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.

გაცვლითი სემესტრის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს ექნებათ ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან KIU-ის კამპუსზე. როგორც გაცვლითი, ისე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალისთვისაც.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო მეგა-პროექტს წარმოადგენს. KIU დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებული ერთადერთი საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

ფედერიკო II სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წელს, ჰყავს 90.000-ზე მეტი სტუდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პიროვნება
სკოლები

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ციალა გულედანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება