სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რომელი ანიმაციები იყო 2024 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი?
04-01-2025
-
+


საახალწლო უქმეებზე საინტერესოა თვალი გადავავლოთ 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ანიმაციურ ფილმებს. 

Inside out 2 - თავდაყირა 2

პირველ ადგილზე არის რეჟისორ კელსი მანის 2024 წლის ანიმაციური ფილმი - Inside out 2, რომელიც რაილის შესახებ მოგვითხრობს. ის მოზარდია, რომელსაც სხვადასხვა მისთვის უცხო და ახალ ემოციასთან გამკლავება უწევს. ამასთან ერთად, მისი ძირითადი ემოციები - სიხარული, სევდა, შიში, ზიზღი და ბრაზი ცდილობენ, რომ მოზარდობის პერიოდის თანმხლები გამოწვევები დაძლიონ. 


Despicable Me 4 - საზიზღარი მე 4

ფილმი ყველასთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟების - მინიონების შესახებ მოგვითხრობს. პატარა, ყვითელ არსებებს სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება უწევთ, რაც ძალიან სახალისოა. ხალისი და დადებითი განწყობა მინიონების განუყოფელი ნაწილი. 

Mufasa: The Lion King - მუფასა: ლომი მეფე

ეს ანიმაცია ყველასათვის საყვარელი „მეფე ლომის“ ერთგვარი წინაისტორიაა, რომელიც მუფასას, სიმბას მამის, წარსულ ისტორიას გვიყვება. 


 Moana 2 - მოანა 2

იმავე სახელწოდების ანიმაციის პირველი ნაწილის გაგრძელებაა, რომელიც მოანას წინაპრების მიერ ინსპირირებული საოცარი თავგადასავლისა და მოგზაურობის ისტორიას გვიყვება შორეულ ოკეანეში. 


Transformers One - ტრანსფორმერები: დასაწყისი

ანიმაცია ცნობილ ოპტიმუს პრაიმსა და მეგატრონის შესახებ, რომელიც მოგვითხრობს მათი მტრობის წინარე ისტორიას, როდესაც ისინი მეგობრები იყვნენ.


Kung Fu Panda 4 - კუნგ ფუ პანდა 4

ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის მე-4 ნაწილი, პანდა პოს თავგადასავლების შესახებ, რომელშიც პანდას უწევს დაუპირისპირდეს ძლევამოსილ ბოროტმოქმედს, რომელსაც შეუძლია მისი წარსულიდან მტრების გაცოცხლება.


The Garfield Movie - გარფილდი

დიდი ხნის დაკარგულ მამასთან კავშირის აღდგენის შემდგომ, გარფილდი იძულებული ხდება დატოვოს მისი კომფორტული საცხოვრებელი, იმისათვის რომ თავგადასავალში ჩაებას. ამ მხიარული და უდარდელი კატის თავგადასავალი მთელი ოჯახისთვის დადებითი ემოციისა და ბევრი მხიარულების მომტანი იქნება. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება