სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თანამშრომლობითი განათლება და ცოდნის გაცვლის მაგალითი-ჩხაკოურის სკოლის ეკოკლუბელებმა, მეზობელი სოფლების სკოლების მოსწავლეებთან ერთად, შეხვედრა გამართეს
12-12-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც არაერთ გარემოსდაცვით აქტივობაში მონაწილეობენ. 

11 დეკემბერს, ჩხაკოურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა მორიგი შეხვედრა გამართეს მეზობელი სოფლების, კერძოდ ქვაბღისა და ნაბეღლავის სკოლებთან.

თემები იყო ერთობლივად შერჩეული. ჩხაკოურის სკოლის ეკოკლუბელებმა წარადგინეს თემა - „ეკოლოგია“.  ქვაბღის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ისაუბრეს თემაზე- „განახლებადი ენერგიები“, ხოლო ნაბეღლავის სკოლის ეკოკლუბის საპრეზენტაციო თემა გახლდათ - „ნარჩენების მართვა“.

აღნიშნული სკოლების ეკოკლუბის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად დაგეგმეს შეხვედრა, რომელიც აღმოჩნდა ეფექტური და სასარგებლო. მონაწილეებმა მოუსმინეს გამომსვლელებს, უყურეს მოკლე ვიდეოებს ეკოლოგიაზე, ნარჩენების მართვაზე და განახლებად ენერგიებზე. შემდეგ მოაწყვეს განხილვა წარდგენილი საკითხების ირგვლივ. დაგეგმეს მომავალში აქტიური თანამშრომლობა.

„თანამშრომლობითი განათლება და ცოდნის გაცვლა ყველა დონეზე, მოსწავლეებს უვითარებს გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემართება, რომელთაც  შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მიზნის მისაღწევად, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს. ყველა სექტორმა და მთელმა მოსახლეობამ უნდა ითანამშრომლოს სკოლასთან.

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ: ნანა ცინცაძე,ნინო ფაილოძე, ნათელა ირემაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება