| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N219 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.
მათ შორის იყო საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც სკოლაში, ესთეტიკური აღზრდის კათედრის მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა.
„დღეს ლამაზი სანახაობა წარმოგვიდგინეს ესთეტიკური აღზრდის კათედრის მასწავლებლებმა და ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების თემა ლამაზი, ფერადი, უხვი და ბარაქიანი შემოდგომა იყო.
მოსწავლეები ლექსებით, სიმღერებით, ჩანახატებით, ცეკვით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე და დიდი ოვაციები დაიმსახურეს.
სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის პედაგოგებს და მოსწავლეებს შთამბეჭდავი წარმოდგენისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას