სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებმა პინოქიოს როლი მოირგეს და ზღაპრის ეპიზოდები „გააცოცხლეს“
11-11-2024
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეების განვითარებისთვის ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი. 

უმნიშვნელოვანესია, რომ სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ეფექტურად ასწავლიან. 

ახლახან, II კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ლია ჩიტიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულ ენაში ზღაპარი - „პინოქიოს თავგადასავალი“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს. მოსწავლეებმა პერსონაჟის შინაგანი სამყარო, მისი თვისებები, განცდები, სწავლისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა ხერხითა და მეთოდით წარმოაჩინეს.

პატარებმა „პერსონაჟის სკამიც“ მოირგეს. მთავარი გმირი თანაკლასელთა შეკითხვებს ხის კაცუნას პოზიციიდან პასუხობდა. მეორეკლასელებმა როლური თამაშით ზღაპრიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები „გააცოცხლეს“, გააფერადეს პინოქიოს პორტრეტი და სპექტაკლის აფიშა დაამზადეს.

შემდეგ მოსწავლეები საბავშო თეატრში („მეორე სახლი“) სპექტაკლ „პინოქიოსაც“ დაესწრნენ. მოსწავლეებმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს საყვარელი პერსონაჟი, ფოტოებიც გადაიღეს და შინ შთაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება