| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და სხვადახვა პროფესიებს აცნობენ.
სკოლაში ხორციელდება სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა - WSD Program, რაც განსაკუთრებით ახარებს სასკოლო საზოგადოებას და მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, პროგრამა დანერგილია 2017 წლიდან საკონკურსო განაცხადის (ავტორი ხელოვნების მასწავლებელი გულნაზ კვინიკაძე ) საფუძველზე, ამავე წელს, სკოლის დირექტორმა ნოდარ ოსაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კოლეჯთან - „იბერია“.
თანამშრომლობის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებში პროფესიული უნარების გამომუშავება, სკოლის შემდგომი განათლების საფეხურზე მოსწავლეების ეფექტურად გადასვლა და სკოლის მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.
ამჟამად სკოლაში ორი პროექტი ხორციელდება სამკერვალო წარმოებისა და კულინარიის ხელოვნება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგ გულნაზ კვინიკაძის ორგანიზებით მიმდინარე პროგრამებში აქტიურად არიან ჩართული სკოლის მოსწავლეები და აქტიურად თანამშრომლობენ კოლეჯის პედაგოგებთან: ლალი ღამბარაშვილსა და თამარ ძნელაძესთან.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის განსახორციელებლად, კარგადაა გამართული მატერიალურ ტექნიკური ბაზა და როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეები კმაყოფილებას გამოთქვამენ აღნიშნული პროექტის მიმართ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას