სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გვიშტიბის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს კვირეული მიეძღვნა 
11-11-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი განსაკუთრებულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

ამ დღეს, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით (პედაგოგები: მარინე მუშკუდიანი, ეკა ლეშკაშელი, ნანა შვანგირაძე) სკოლის დირექტორთან, შორენა ქორიძესთან თანამშრომლობით, გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობა და ღონისძიება.

ს️კოლაში, მოეწყო დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობების პერსონაჟები. სკოლაში, ასევე გაიმართა მწერლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენება და განხილვა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს და ცოდნა წარმოაჩინეს. 

ა️მ დღეს, სკოლაში, ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი: „ვინ უკეთ იცნობს დიდი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას“, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ბოლო კი, სკოლაში, პოეზიის საღამო თემაზე: „მარად და ყველგან,საქართველო, მე ვარ შენთანა!“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება