სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზინობიანისა და თივის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის მეგობრული საფეხბურთო მატჩი ჩატარდა
11-11-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანისა და თივის საჯარო სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რასაც ადასტურებს ის სპორტული აქტივობები, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ.

ამჯერად, აღნიშნული სკოლების VII-VIII კლასების მოსწავლეებს შორის გაიმართა მეგობრული შეჯიბრი მინი ფეხბურთში.

ამ ეტაპზე, გამარჯვებულები ზინობიანის სკოლის მოსწავლეები გახდნენ. თუმცა, როგორც გვიყვებიან, რამდენიმე დღით ადრე შეხვედრა გაიმართა სოფელ თივის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე. ამ დღეს კი გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

„ეთნოუმცირესობათა ამ ორი სოფლის მოსწავლეებს შორის მეგობრული შეხვედრები და ღონისძიებები ტრადიციულად დამკვიდრდა. წლების მანძილზე ჩვენი ბავშვები დამეგობრდნენ, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და გულწრფელად უხარიათ ერთმანეთის წარმატება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება