სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, რადგან არასდროს მოსწონთ დინების მიმართულებით ცურვა, არ აშინებთ წინააღდეგობები“-ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ნინიძე
08-11-2024
-
+


ეკა ნინიძე დაბა ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც უმთავრესია აღზარდოს თაობები, რომლებსაც არ შეაშინებთ წინააღმედგობები, იქნებიან წიგნიერები და როცა საჭირო გახდება, ყოველთვის შეძლებენ დინების საწინააღმდეგოდ ცურვას - სწორედ ამ შემართებით, დიადი მიზნებითა და ლიდერული თვისებებით, ზრუნავს შექმნას ძლიერი სასკოლო საზოგადოება, სადაც ყველას კარგად ექნება გააზრებული საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა, ერთად დაგეგმავს სტრატეგიას - როგორ გახდეს სკოლა უკეთესი. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ეკა ნინიძესთან:  

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სკოლაში არსებულ კეთილგანწყობას, თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, მეგობრობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთდამოკიდებულაბას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, ერთმნიშვნელოვნად ნდობა!

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არიან ყველაზე პოზიტიურები, მოტივირებულებები, მაძიებლები, არასდროს არ მოსწონთ დინების მიმართულებით ცურვა და არ აშინებთ წინააღდეგობები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთ ძლიერ გუნდს, სადაც ყოველ მათგანს კარგად აქვს გააზრებული საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა, ასევე ერთად გეგმავს სტრატეგიას, თუ როგორ გახდეს სკოლა უკეთესი.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სკოლის ჭიშკართან მომლოდინე მოსწავლეების ჩახუტება, მათი მოლოდინით სავსე თვალები...

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო კარნავალი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება