სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა
05-09-2024
-
+


დამტკიცდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული.

დოკუმენტის თანახმად, არანაკლებ 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 60 კრედიტისა, ხოლო, არანაკლებ 180 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - არაუმეტეს 45 კრედიტისა;

ასევე არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 45 კრედიტისა, ხოლო, არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - არაუმეტეს 20 კრედიტისა;

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 30 კრედიტისა;

საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან, რომელიც მოქმედებს - ევროკავშირის წევრი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების ან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, არანაკლებ 240 კრედიტის მოცულობის საერთაშორისო ერთობლივ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 80 კრედიტისა, ხოლო, არანაკლებ 180 კრედიტის მოცულობის საერთაშორისო ერთობლივ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - არაუმეტეს 60 კრედიტისა, არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის საერთაშორისო ერთობლივ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 60 კრედიტისა, ხოლო, არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის საერთაშორისო ერთობლივ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - არაუმეტეს 30 კრედიტისა;

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 60 კრედიტისა;

მასწავლებლის მომზადებისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ელექტრონული სწავლება დაშვებულია არაუმეტეს 50 კრედიტისა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება