სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეჭვიც არ გვეპარება, გრანტსაც აიღებენ“- მაიდნის საჯარო სკოლაში ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ
06-08-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლას მოსწავლეები თუ კურსდამთავრებულები სიხარულისა და სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.

ამის დასტურია ისიც, რომ ამჯერად, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიღწეული შედეგებით ამაყობენ. როგორც სკოლის დირექტორმა გია ბიძიშვილმა etaloni.ge-სთან განაცხადა, ეროვნულებზე სულ 5 აბიტურიენტი გავიდა, რომლებმაც კარგი შედეგი დააფიქსირეს. განსაკუთრებით მაღალი ქულები კი აპლიკანტებს - ლიკა თაკვარელიასა და თეკლე მალანიას ჰქონდათ. მათ შორის, თეკლამ ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა აიღო. 

გია ბიძიშვილის თქმით, სასკოლო საზოგადოებას ამ აბიტურიენტთა წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა და თითოეულ მათგანს წინსვლას უსურვებს. 

„ლიკა თაკვარელია და თეკლე მალანია ოქროს მედლის კანდიდატები არიან. მათგან ამ შედეგს ველოდით და ეჭვიც არ გვეპარება, რომ გრანტსაც აიღებენ. აბიტურიენტები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები. აღსანიშნავია, რომ მათ, თავის დროზე, წარჩინებული სწავლისთვის ლეპტოპებიც გადაეცათ. წელს ჩვენი სკოლიდან სულ 5 აბიტურიენტი აბარებდა, ზღვარი ყველამ გადალახა და ნორმალური შედეგი აქვთ“,- თქვა სკოლის დირექტორმა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება