სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მწვანე დროშა ჩვენია!“- დეხვირის საჯარო სკოლის მნიშვნელოვანი გამარჯვება და დაუღალავი შრომის ბრწყინვალე შედეგი
05-08-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა გარემოსდაცვით განათლებას და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ სკოლა ეკოსკოლების საერთაშორისო საზოგადოების წევრი და „მწვანე დროშის“ მფლობელია. 

აღსანიშნავია, რომ ეკოსკოლების პროგრამა დაფუძნებულია 7 საფეხურიან მეთოდოლოგიაზე, რომლის  წარმატებით დანერგვის შედეგად, სკოლებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი მწვანე დროშის მოპოვებაზე.

დეხვირის საჯარო სკოლა აღნიშნულ პროგრამაში ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის - ლამზირა ონიანის ხელმძღვანელობით ჩაერთო და განაცხადი  წარადგინა.

ორი წლის მანძილზე დაუღალავი შრომა გასწია პროგრამის ხელმძღვანელმა და სასკოლო საზოგადოებამ...  სკოლის ნამუშევარი შეფასდა პროგრამის შესაბამისი, საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით.

განაცხადების შეფასებით, დეხვირის საჯარო სკოლამ წარმატებით შეძლო შვიდსაფეხურიანი გეგმის განხორციელება და მიენიჭა მწვანე დროშის ჯილდო. 

სკოლაში მიღწევა ახარებთ და ასეთივე შემართებით აპირებენ გარემოსდაცვითი განათლების გავრცელებას და პოპულარიზაციას. 

„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება, საოცარი შედეგი და შესაძლებლობა საქართველოს სკოლები შეუერთდნენ ეკოსკოლების დიდ საერთაშორისო საზოგადოებას, სადაც გარემოსდაცვითი განათლების ფონდის 80-ზე მეტი წევრი ქვეყანა არის წარმოდგენილი.

მადლობა, საოცარ და მუდამ დაუღალავ ქალბატონს, პროგრამის ხელმძღვანელ ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგს - ლამზირა ონიანს გაწეული შრომისთვის, ასევე დიდი მადლობა დეხვირის საჯარო სკოლის საოცარ გუნდს... ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ და მრავალ წარმატებას მოვიპოვებთ! მწვანე დროშა ჩვენია!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა წაიკითხეს საშემოდგომო ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება