სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი, პროფესიის არჩევისის მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, მიენდონ გულისთქმას“- სვეტლანა სუხორუკოვა, მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი
05-08-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა მოწოდებულია ბევრი წარჩინებული და მედალოსანი მოსწავლე აღზარდოს. მოსწავლეთა სიყვარულით გულანთებულს აბედნიერებს როდესაც ბავშვებისგანაც იმავეს იღებს. აბიტურიენტებს, ურჩევს პროფესიის არჩევისას მიენდონ გულისთქმას და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- როდესაც სკოლას ჰყავს მეტი წარჩინებული და მედალოსანი მოსწავლე.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ეს დარიგება მომცა ჩემმა ლექტორმა და მითხრა: - „როდესაც სკოლაში პირველად შედგამ ფეხს, იყავი თავმდაბალი და ეცი სხვის აზრს პატივი.“

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- პროფესიის არჩევის დროს მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე არ ინანებენ (მიენდონ საკუთარ გულს).

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- რომ, პირველ რიგში, მასწავლებელმა სწორად მიაწოდოს ცხოვრებისეული რჩევა: „მშობლის სიყვარული და პატივისცემა“.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- პირადად ჩემთვის არის, როდესაც ხედავ მის გაბრწყინებულ და გახარებულ თვალებს, და ამით ვარ მე ბედნიერი.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- პირადად ჩემთვის საყვარელი წიგნი, რომელიც მაძლევს ცხოვრების მანძილზე ცხოვრებისეულ სტიმულს, არის მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულები“. ეს არის ისტორიული ჟანრის რომანი, რომელშიც აღწერილია მთავარი გმირის, ახალგაზრდა გოგონას ურთულესი ცხოვრების შესახებ. ჩემი აზრით, აუცილებელად წასაკითხი წიგნია.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მეტი დროის გატარებას სკოლაში...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება