სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარმომადგენლები თრუსოს ხეობის ბანაკს სტუმრობდნენ
29-07-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ. 

ახლახან, სკოლის წარმატებული მოსწავლეები სტეფანწმინდაში, თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებოდნენ, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს და შთაბეჭდილებებითა და ახალი ცდონით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს თრუსოს ხეობის ბანაკს - „ღმერთი სამშობლო ადამიანი“ - სადაც გიმნაზიის წარმატებული მოსწავლეები ირაკლი ბაბუცაშვილი და მარიამ კუჭაშვილი იმყოფებოდნენ - სტუმრობდნენ გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე და გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგი - იოსებ აფაქიძე.

ბანაკში გიმნაზიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქის პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე და თბილისის მოციქულთასწორთა მეფე მირაინისა და დედოფალ ნანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ აბესაძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ხევისა და სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის ლოცვა-კურთხევით, ბანაკს ხელმძღვანელობს თრუსოს ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე ფერაძე, რომელმაც სტუმრებს დაათვალიერებინა მონასტრის ინფრასტრუქტურა და გააცნო საზაფხულო ბანაკის ყოველდღიურობა.

სტუმრები შეხვდნენ და ესაუბრნენ ბავშვებს, იტრაპეზეს მათთან ერთად, მოუსმინეს მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები.

თრუსოს ხეობის ბანაკმა - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ 15 ივლისიდან 25 ივლისამდე უმასპინძლა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება