| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პედაგოგი, ისტორიკოსი ლერი ბიწაძე.
სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც უნიჭიერეს ისტორიკოსს, საუკეთესო პედაგოგს, კოლეგასა და ადამიანს, რომელმაც არაერთი განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდა ქვეყანას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
„ბატონი ლერის პედაგოგიური საქმიანობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, დაფუძნებიდან დღემდე დიდი წვლილი შეჰქონდა სკოლის განვითარებაში. იყო უაღრესად განათლებული პიროვნება, უნიჭიერესი ისტორიკოსი, საუკეთესო პედაგოგი, კოლეგა და ძალიან კარგი ადამიანი. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის საყვარელ ოჯახს, მეუღლესა და შვილებს ამ უეცარ ტრაგედიას, ვუსამძიმრებთ ქალაქს, სადაც მუდამ ემახსოვრებათ, როგორც უაღრესად კარგი პედაგოგი და ერუდირებული პიროვნება. უფალმა გაანათლოს ბატონი ლერის სული და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღრმად პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.
ამაგდარი პედაგოგის ხსნივნის პატივსაცემად ადგილობრივი ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი იხილეთ ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა