სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახია, ის ალაგია, რომლის წარმატებისთვის მუდმივად ვიღწვი“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა
11-07-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა დირექტორ ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავასთვის​ მეორე ოჯახია, რომლის წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. მოსწავლეთა და პროფესიის სიყვარულით გულანთებული სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე დაუღალავად ზრუნავს  და განათლებული მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს სამაგალითოდ ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- სკოლის წარმატება ჩემთვის ასოცირდება პირად ბედნიერებასთან და ჩემს გუნდთან ერთად უდიდესს სიხარულთან. სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახია, ის ალაგია, რომლის წარმატებისთვის მუდმივად ვიღწვი, ამიტომაც სკოლის წარმატება ნიშნავს იმ მიზნის მიღწევას, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლე!

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- მამა ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი და ანგარიშგასაწევი პიროვნება იყო. ამიტომაც ხშირად მარიგებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დირექტორი გავხდი, რომ თანამშრომლებს უნდა ვყვარებოდი, რომ უფროსებისთვის, ასაკოვანთათვის პატივი მეცა და მეც მუდამ ვცდილობ მახსოვდეს მამის ეს დარიგება.

-აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- აბიტურიენტებს ვურჩევდი საგამოცდო დროის ეფექტურ გამოყენებას, სულიერ სიმშვიდეს და თავიანთი ცოდნისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ წარმოჩენას.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ახალ თაობისთვის მნიშვნელოვანია ცოდნის შეძენა, უნარების გამომუშავება, ღირებულებების ჩამოყალიბება-პატივისცემა, ნებისმიერი გამოწვევის წარმატებით გადალახვა, პატრიოტიზმის გრძნობა და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მომავლის, ხვალინდელი დღის სიყვარულს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- პატარებს - ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხის“ წაკითხვას ვურჩევდი, თინეიჯერებს მალალა იუსაფზაის - „მე ვარ მალალა“ და ზრდასრულებს - გურამ ფანჯიკიძის „აქტიური მზის წელიწადი“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- საკუთარ თავს ვუსურვებდი ჯანმრთელობას, ოჯახის წევრთა კარგად ყოფნას, პროფესიულ საქმიანობაში ულევ წარმატებას და კეთილდღეობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება