სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შრომის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მოსწავლის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
05-06-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

31 მაისს, საღამოს 6 საათზე, სოფლის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეს საბა სირაძეს მიეძღვნა. საბას ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითშემოქმედებითმა კოლექტივებმა: მეჩონგურეთა ანსამბლმა - „ოცნებამ“ (ხელმძღვანელი ნინო ჩხაიძე), ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „საფირონმა“ (ხელმძღვანელი ნოდარ მუჯირი), სკოლის მასწავლებელთა ვოკალურმა ჯგუფმა, ასევე ურეკის კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაგოულმა ანსამბლმა - „ურეკმა“ (ხელმძღვანელი ლიკა კვაჭაძე) ნორჩმა ვოკალისტებმა და სოფელ ქვემო ნატანებისა და სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლების ელემენტარული მუზიცირების წრეების შემსრულებლებმა (ხელმძღვანელი ნანა ბოლქვაძე). 

აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობასთან ერთად, საბას დასახმარებლად, ფულადი შემოწირულობა გაიღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მუნიციპალიტეტის გამგეობამ, დეპუტატმა - დავით ჭაკნელიძემ და სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა.

„ოპერაციის დასრულების შემდეგ, ყველა მის გულშემატკივარს გვჯერა, რომ საბა სირაძე მიუჯდება სკოლის მერხს. ოპერაცია მას ჩაუტარდება სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში.

დიდი მადლობა ნებისმიერ ქველმოქმედს მხარდაჭერისათვის. კონცერტს ორგანიზება გაუწიეს თვითმართველობის თავმჯდომარემ ავთო ჩხიტუნიძემ და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ნათია ცირდავამ და მარიამ კალანდაძემ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება